საზოგადოება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოავარიის შედეგად 6 ავტომობილი დაზიანდა - არიან დაშავებულები

18.06.18 16:45


თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. დაზიანებულია 6 ავტომობილი.

დაშავებულები მსუბუქი დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები