პოლიტიკა
18.06.18 17:00
მდინარე ვერეს ხეობაში უხვი ნალექის მოსვლის გამო, ნატან დამჭერ ნაგებობასთან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ ტერიტორია რამდენიმე საათში გაიწმინდება.
„ბოლო დღეების განმავლობაში რადგანაც დედაქალაქში უხვი ნალექი მოვიდა, ვერეს ხეობაში გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა არა საგანგაშო. 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, მდინარე ვერეს კალაპოტში, ორ კონკრეტულ ადგილზე, ნატან დამჭერები - ე.წ. ცხაურები აშენდა. აღნიშნულ პროექტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩამოტანილი ნაგვის, ხის მორების შეკავება მოხდეს და ქალაქისკენ არ წამოიღოს. დიდი რაოდეობით ნაგავი და მორებია ჩამოტანილი, რამაც მდინარე ჩახერგა. ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და რამდენიმე საათში ტერიტორია სრულად გაწმენდილი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, უხვი ნალექის დროს, მსგავსი სამუშაოები ყოველთვის განხორციელდება, რათა მდინარე დაგროვილი ნაგვისგან გაიწმინდოს და წყლის დაგუბება არ მოხდეს.
„მერიაში შემოვიდა შეტყობინება, რომ მდინარე ვერეზე, ნატან დამჭერზე წყლის დონეა მომატებული, რაზეც რეაგირება მოვახდინეთ. ყველა საჭირო ტექნიკა მობილიზებულია.
არსებული ნატანების გამოტანა ხდება იმისთვის, რომ მდინარემ თავისუფლად მოძრაობა შეძლოს და წყლის მოვარდნის თეორიული რისკებიც კი თავიდან ავირიდოთ“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ.
დედაქალაქის მერთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ბექა დავითულიანი გაეცნენ.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24
-
12:5427.03.24
-
სომხეთს 'დიდი ომიდან თავის დაძვრენის' უფლებას არ მისცემენ - 'სასნა ცრერი' კვლავ 'გვაფრთხილებს'
12:3527.03.24
-
10:5627.03.24
-
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
10:2527.03.24
-
10:0227.03.24
-
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია განახლდა
18:0426.03.24
-
17:4126.03.24
-
17:2626.03.24
-
ნინო წილოსანი მეწარმე ქალებს შეხვდა
17:0026.03.24
-
გიორგი ამილახვარმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი გახსნა
16:3526.03.24