საზოგადოება

ნავთლუღის ბაზარში ხანძარი გაჩნდა

18.06.18 17:15


ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიაზე კვირას, ღამით ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა 100 კვადრატული მერტი ფართობი ტერიტორია მოიცვა. დამწვარია ავტომობილების მეორადი საბურავები და საყოფაცხოვრებო ნივთები.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

„ნაგავი დაიწვა, ცეცხლმა ეზოში შემოაღწია. არანაირი პრობლემა არაა, არავინ დაშავებულა… სახანძრო დროულად მოვიდა", — განაცხადა ტელეკომპანიასთან ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. სპეციალისტები ზარალის ოდენობას დაითვლიან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები