პოლიტიკა

სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება - მამუკა ბახტაძის ბრიფინგი

18.06.18 18:00


„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციები გამართა.

რის შემდეგაც მან ბრიფინგი გამართა. ბახტაძის ინფორმაციით, დღეს არსებული 14 სამინისტრო 11 სამინისტრომდე შემცირდება.

ხვალ პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატები პარლამენტის წინაშე წარსდგებიან და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პროგრამას გააცნობენ. თუ პარლამენტი 14-ვე მინისტრობის კანდიდატს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ნდობას გამოუცხადებს, შემდეგ პრემიერ-მინისტრი წარადგენს სამინისტროების შემცირების ინიციატივას პარლამენტის წინაშე და დაიწტყება განხილვები სწორედ აღნიშნულ თემაზე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები