პოლიტიკა

ეკა ბესელია: იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების შესაძლო გაერთიანება, მსჯელობის საგანია

18.06.18 20:00


უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების შესაძლო გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში დგას და აღნიშნულის შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს.

"იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაძლო გაერთიანების საკითხი, ეს მსჯელობის საგანია. ადრეც იყო მსჯელობის საგანი და ახლაც დგას დღის წესრიგში, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, რაც მთლიანობაში დავინახავთ სტრუქტურულ ცვლილებებს. პროკურატურა სტრუქტურული ცვლილებების ჩამონათვალში არ შედის.

პროკურატურა გამოდის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან. ის იქნება დამოუკიდებელი უწყება",-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სამინისტროების რაოდენობა 11-მდე შემცირდება.

ამავე თემაზე:

ბახტაძე: ხვალ პარლამენტის წინაშე არსებული სამთავრობო სტრუქტურითა და მინისტრთა კაბინეტის ფორმალური შემადგენლობით წარვდგებით.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები