პოლიტიკა

„არასრულწლოვანთა მკვლელობის შესახებ ფილმზე გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ უნდა მიიღოს“

18.06.18 21:00


ვფიქრობ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გადაღებულ ფილმზე გადაწყვეტილება სახალხო დამცველმა არ უნდა მიიღოს, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს შესაბამისი შიდა რეგულაციები და ორგანოები, რომლებმაც ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს, – 1tv.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება სახალხო დამცველმა არ უნდა მიიღოს. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს შესაბამისი შიდა რეგულაციები და ორგანოები, რომლებმაც ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს. ვფიქრობ, რომ სწორედ სამეურვეო საბჭო არის ის ინსტიტუტი, შიდა მარეგულირებელი ორგანო, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთიკის, ქცევებისა და ნორმებთან შესაბამისობით. არ უნდა იყოს ისეთი ფილმი, რომელიც ახდენს იდენტიფიცირებას, ანუ სახელებსა და გვარებს შეიცავს, არ უნდა იყოს ცალმხრივად და მაქსიმალურად უნდა იყოს წარმოჩენილი ასევე ყველა მხარის პოზიცია, თუკი ყველა მხარე გამოთქვამს სურვილს, რომ მისცეს კომენტარი აღნიშნულ საგამოძიებო ჟურნალისტიკას. ამ ეტაპზე არ მიმაჩნია, რომ ეს უნდა გახდეს სახალხო დამცველის გადასაწყვეტი, არამედ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ პროდუქტის შინაარსზე. ჩვენთან არის გადმოგზავნილი. ჩვენ გავეცანით, გვექნება პოზიცია, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასაწყვეტი და არა სახალხო დამცველის“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები