პოლიტიკა
18.06.18 21:20
ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე უსაფრთხოების საკითხებზე სესია „რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურა - პარტნიორობის და თანამშრომლობის გაძლიერება“ გაიმართა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე და ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა.
„რუსეთმა პოსტსაბჭოთა სივრცეში დაგეგმა და გამოიყენა ყველა კონფლიქტის კერა, იმისთვის რომ თავისი ინტერესების რეალიზება მოეხდინა. სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, დღეისათვის რუსეთის მხრიდან ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20% და აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილი, ასევე რიგ რეგიონებში კონფლიქტური კერები მძვინვარებს.
შესაბამისად, რუსეთის აგრესიული ქმედებები გლობალურ ჭრილში უნდა შეფასდეს და სათანადო სახელი დაერქვას - რუსეთი არის აგრესიული, ერთგვარად მოქნილი და სწრაფი“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ერთიანი ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, საქართველოს ჩართულობასა და მის კონტრიბუციას გასვა ხაზი. მისივე შეფასებით, აუცილებელია რომ ევროკავშირი და ნატო უფრო ქმედით მოქმედებებზე გადავიდეს და მომლოდინე პოზიცია აქტიური ნაბიჯებით შეიცვალოს, რაც რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას განაპირობებს.
„საქართველო ძალიან მალე უნდა გახდეს ნატოს წევრი და ამისთვის კარგი საფუძვლები არსებობს. მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყანა წევრობისთვის უფრო მეტად არის მზად ვიდრე ოდესმე ყოფილა. 2008 წლის შემდეგ 10 წელი გავიდა და დღეს გაცილებით ძლიერები, დემოკრატიულები და ეკონომიკურად მდგრადები ვართ იმისთვის, რომ ევროატლანტიკური ორგანიზაციის წევრობის ამბიცია გაგვაჩნდეს. ნატოს წევრობა კი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სწრაფი განვითარების პერსპექტივებს გააჩენს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი შოთაძე თურქეთის გენერალურ პროკურორს, ბექირ შაჰინს შეხვდა
15:4719.03.24
-
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა
15:0019.03.24
-
14:2519.03.24
-
14:0019.03.24
-
13:2519.03.24
-
არჩილ თალაკვაძე - ვეტო დაედო იმას, რომ საარჩევნო სისტემა ყოფილიყო თავისუფალი პარტიების ჩარევისგან
12:5819.03.24
-
12:2219.03.24
-
12:0019.03.24
-
პრემიერი - საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი
11:4019.03.24
-
თავდაცვის მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა
11:1519.03.24
-
10:4519.03.24
-
მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილა
10:0319.03.24
-
22 მარტს, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
18:0018.03.24
-
17:4018.03.24
-
17:2018.03.24
-
16:4818.03.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია
16:2018.03.24
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა
15:5718.03.24
-
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნატოს გენერალური მდივნის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
15:3018.03.24
-
ანრი ოხანაშვილი - დაუშვებელია „ვეტინგის“ სისტემის შემოღება
15:0518.03.24
-
ვიქტორ დოლიძე - ვაშინგტონის სამიტზე საქართველო რომ იქნება წარმოდგენილი, შემიძლია, დავადასტურო
14:4618.03.24
-
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იქნება
14:2018.03.24
-
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოშია
14:0018.03.24
-
13:3418.03.24
-
13:0018.03.24
-
საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ხმაური იყო
12:4118.03.24
-
12:1018.03.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ მივესალმებით ოპოზიციონერების ისეთ გაერთიანებას, რომ ხმა არ დაიკარგოს
11:0018.03.24
-
10:3518.03.24
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღაზას შიმშილი ემუქრება, მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა
10:0018.03.24
-
აზერბაიჯანის მართლმადიდებლობა ‘სამ რომს’ შორის. მცხეთა უახლოესი ალტერნატივაა...
18:5015.03.24
-
17:2015.03.24
-
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
17:0015.03.24
-
16:4315.03.24
-
16:3215.03.24
-
16:1515.03.24