საზოგადოება

21 ივნისს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

18.06.18 22:00


21 ივნისს, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, წმინდა სინოდის სხდომა წელს პირველად გაიმართება. იგი ბოლო პერიოდში დაგროვილ, ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებს.

სინოდის სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული.

„რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ უნდა ჩატარდეს, მაგრამ სხდომებს შორის ინტერვალი რამდენი იქნება, ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ მისი უწმინდესობა იღებს. გვსაყვედურობდნენ, რომ წმინდა სინოდის სხდომა დიდი ხანია არ ჩატარებულა“, – განაცხადა მამა მიქაელმა.

სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს.

წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება. გასულ წელს წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს და 11 ოქტომბერს ჩატარდა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები