ეკონომიკა

ფულადი გზავნილები: რომელი ქვეყნებიდან აგზავნიან თანხებს საქართველოში

19.06.18 15:30


საქართველოში ფულადი გზავნილებით რუსეთი ლიდერობს — ამ ქვეყნიდან 2018 წლის მაისში 37,2 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადმორიცხეს, რაც, 2017 წლის მაისთან შედარებით, 1,7%-ით ნაკლებია, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული გზავნილების მთლიანი მოცულობიდან რუსეთის წილი მაისში 28,5%-ია.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გზავნილების მოცულობა 2018 წლის მაისში, 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა და დაახლოებით 130,4 მილიონი დოლარი შეადგინა.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გზავნილების მოცულობა 2018 წლის იანვარ–მაისში, 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 19,2%-ით გაიზარდა და დაახლოებით 609,3 მილიონი დოლარი შეადგინა.

რუსეთიდან საქართველოში 2018 წლის დასაწყისიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 4%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 2018 წლის ხუთ თვეში დაახლოებით 175 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქართველოდან უცხოეთში მაისში 19,6 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხეს, რაც 8,2%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის მაისში დაფიქსირდა. საერთო ჯამში საქართველოდან პირველ ხუთ თვეში გადარიცხულია 92 მილიონ დოლარზე მეტი, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17,3%-ით მეტია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები