ეკონომიკა

გაძვირდება თუ არა შავი ზღვის კურორტებზე დასვენება

19.06.18 16:15


საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე ივლის-აგვისტოში ფასები სასტუმროებსა და ოჯახური ტიპის სახლებში, ასევე რესტორნებსა და კაფე-ბარებში გაძვირდება, წერს გაზეთი „რეზონანსი".

კურორტები უკვე იღებენ პირველ დამსვენებლებს. როგორც გასულ წლებში, ძირითადად ლიდერობენ ტურისტები რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან. აჭარის კურორტებზე საქართველოს მოქალაქეები ჯერ ნაკლებია.

ამ ეტაპზე საცხოვრების ფასი ბათუმში კვირაში 600-დან 800 ლარამდეა. ქობულეთში ოთახის დაქირავება ერთი დღე-ღამით შესაძლებელია 30-დან 70 ლარამდე, ხოლო ურეკში — 15-დან 40 ლარამდე.

რაც შეეხება ოჯახური ტიპის სასტუმროებს, იქ ფასები შედარებით მაღალია და დღე-ღამეში 120-150 ლარს აღწევს. ყველაზე მაღალი ფასებია გრიგოლეთსა და კვარიათში, სადაც მინიმალური ფასია 150 ლარი.

ადგილობრივი მცხოვრებლები იმედოვნებენ, რომ სეზონი წარმატებული იქნება. ბევრმა უკვე მიიღო დამსვენებლები, თუმცა, ზოგი კლიენტების არარსებობას უჩივის.

ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი თამაზ ჯინჭარაძე ვარაუდობს, რომ კრიზისი ტურისტებზეც აისახა. მისი თქმით, ტურისტების დიდი ნაწილი მაღალშემოსავლიანთა სეგმენტს არ განეკუთვნება და ფასების საკითხში დათმობა უწევთ. ჯინჭარაძის განცხადებით, ისინი შეეცადნენ, თუნდაც პირველ ეტაპზე, ფასები არ მოემატებინათ.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები