ყარაბაღი: მეხსიერების წიგნი (წინასიტყვაობა) ნაწილი 1

06.05.16 17:10


მიუხედავად განსხვავებული ქვეყნისა, ნაციისა და რელიგიისა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ყველა ერთი პლანეტის ბედისწერისთვის ვაგებთ პასუხს. დედამიწა ჩვენი ერთობლივი სახლია. ამ სახლის ყველა წერტილში მომხდარი ტრაგედია, უსამართლობა ერთმანეთისთვის საშიშროებას წარმოადგენს, ამიტომ ერთად უნდა ვიბრძოლოთ მოსალოდნელი საფრთხეების წინააღმდეგ.

დამნაშავე, ოკუპანტი უნდა დავსაჯოთ. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენს მეხსიერებაში არსებული და „მეხსიერების წიგნში" გადატანილი ფაქტები. ყველამ უნდა იცოდეს, რომ „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი" სინამდვილეში „ კონფლიქტი" არ არის, ეს არის სომხეთის მიერ აზერბაიჯანის მიმართ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის წასართმევად დაწყებული ომი. სომხეთმა ეს ჩუმი ომი 1988 წლის 13 თებერვალს დაიწყო და 6 წლის განმავლობაში, 1994 წლის 12 მაისამდე ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებამდე, გაეროს მიერ აღიარებული აზერბაიჯანის ტერიტორიები დაიპყრო. ესენია: მთიანი ყარაბაღი და მის გარშემო მდებარე 7 რაიონი, ნახჩივანის ავტონომიური რესპუბლიკის 1 სოფელი. ყაზახის რაიონის 7 სოფელი ოკუპირებულ ტერიტორიაში შედის, რომელიც სულ 14 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. აზერბაიჯანის ტერიტორიის 20%, აზერბაიჯანელებით დასახლებული 890 ქალაქი, დასახლება, სოფელი დღესდღეობით ოკუპირებულია. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ოკუპირებული დასახლება დანგრეულია და მათში ერთი აზერბაიჯანელიც კი არ დარჩა.

ტერიტორიას, სადაც სამი ათასი წლის წინ სამასი ათასზე მეტმა აზერბაიჯანელმა დაიწყო ცხოვრება ახლა სომხეთი ჰქვია. მთიანი ყარაბაღისა და მის გარშემო არსებული ტერიტორიებიდან 700 ათასზე მეტი აზერბაიჯანელი იარაღის ძალით დეპორტირებულია. სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორია თავისი ძალით არ დაუპყრია, არამედ ეს შეძლო რუსეთის არმიისა და მისივე პოლიტიკური მხარდაჭერით . სომხეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს დანაშაული მთიანი ყარაბაღის მცხოვრებმა სომხებმა მარტო ჩაიდინეს სიცრუეა.

ერთი მუჭა სომეხი მოსახლეობა ამხელა ტერიტორიას ვერ დაიპყრობდა. სიმართლე ის არის, რომ სომხეთმა მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების მეშვეობით და რუსეთის დახმარებით დაიპყრო აზერბაიჯანის ტერიტორიები. სომხების მიერ განხორციელებული ოკუპაციისა და ომის შედეგად 30 ათასამდე აზერბაიჯანელი მოკლეს, 50 ათასზე მეტი კი შეზღუდული შესაძლებლობებისმ მქონე გახდა.

სომხების შეიარაღებულმა ჯგუფებმა ომის მიმდინარეობისას გენოციდი და ეთნიკური წმენდის პოლიტიკაც განახორციელეს, მასობრივი მკვლელობები ჩაიდინეს. სომხეთის შეიარაღებულმა ჯგუფებმა 1988 წლის ნოემბერში, სომხეთის გუგარკის რაიონში 70 ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოკლეს. 1990 წლის 11 ივლისს თართარ-ქალბაჯარის გზაზე ავტომობილის კოლონას თავს დაესხნენ და 14 კაცი მოკლეს. 1990 წლის 10 აგვისტოს თბილისი-აღდამის ავტობუსი დაბომბეს და 20 კაცი მოკლეს, იმავე დღეს შამკირ-განჯის ავტობუსიც დაიბომბა და 17 კაცი გარდაიცვალა. 1990 წლის 20 აგვისტოს სომხეთის შეიარაღებული ჯგუფები გაზახის რაიონის სოფელ ბაღანის აირიმში შევიდნენ, სოფელი დაანგრიეს, 5 მშვიდობიანი მოქალაქე (კაცი) თავის სახლშივე ცოცხლად დაწვეს. 1991 წლის 30 მაისს მოსკოვი-ბაქოს მატარებელი ააფეთქეს, 11 კაცი მოკლეს. 1991 წლის 31 ივლისს მოსკოვი-ბაქოს მატარებელი ისევ ააფეთქეს, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 1991 წლის 20 ნოემბერს ხოჯავენდის რაიონის სოფელ კარაკენდის ცისქვეშ ვერტმფრენი ააფეთქეს, ამჯერად 22 კაცი გარდაიცვალა, მათ შორის: აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთისა და ყაზაღეთის დამხმარეები. 1992 წლის 8 იანვარს კრასნოვოდსკი-ბაქოს საბორნე ააფეთქეს, 25 კაცი მოკლეს.

1992 წლის 28 იანვარს ქალაქ შუშის ცაზე ვერტმფრენი ააფეთქეს, მასში 41 მგზავრი იმყოფებოდა, უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ. ამ შემთხვევის დროს 3 მეთვალყურე დაიღუპა. 1992 წლის 17 თებერვალს სოფელი გარადაღლი დაიპყრეს, 77 მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს, 28 კაცი კი ცოცხლად ჭაში დამარხეს, 117 მშვიდობიანი მოქალაქე (კაცები) ტყვედ წაიყვანეს. 1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს ქალაქი ხოჯალო დაიპყრეს, 613 მშვიდობიანი კაცი, მათ შორის: 63 ბავშვი, 106 ქალი და 70 მოხუცი წამებით მოკლეს. 1992 წლის 7 აპრილს ქალბაჯარის რაიონის სოფელი აღდაბანი მიითვისეს, დაანგრიეს და 67 მშვიდობიანი კაცი მოკლეს. 17 კაცი მათ შორის: 8 ხანდაზმული, 7 ქალი და 2 ბავშვი ცოცხლად დაწვეს. 1993 წლის 28 თებერვალს კისლავოდსკი-ბაქოს მიმართულებით მიმავალი მგზავრთა მატარებელი ააფეთქეს, 11 კაცი მოკვდა. 1994 წლის 19 მარტს ბაქოს მეტროპოლიტენში აფეთქება განხორციელდა, 13 კაცი მოკვდა. ყველა ზემოთ ხსენებული ფაქტი მხოლოდ მცირე ნაწილია სომხების შეიარაღებული ჯგუფების მიერ განხორციელებული დანაშაულებებისა. ყველაფერი ეს საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანებს სომხების ოკუპანტობაზე, ველურობაზე შეექმნათ წარმოდგენა. ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიომ გაიგოს სინამდვილეში ვინ არიან სომხები, გაიაზრონ ყარაბაღის რეალობა და აზერბაიჯანის სამართლიანობას დაუჭირონ მხარი.

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები