პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი ეუთო-ს მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

20.06.18 22:00


ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრისას ქართულმა მხარემ მუდმივ წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცემხარდაჭერისთვის.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა ევროპული უსაფრთხოების სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებზე დამათზე რეაგირების კუთხით, ეუთო-ს, როგორცუსაფრთხოების ყველაზე დიდი რეგიონული ორგანიზაციის მნიშვნელობაზე.

ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობასაბდა აღნიშნული კონფლიქტის ეუთო-ს დღის წესრიგშიმაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

ქართულმამხარემ სტუმრებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ჟენევისსაერთაშორისო დისკუსიებისა და საქართველოსმთავრობის სამშვიდობო ინიციატივის შესახებ.

შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს აფხაზეთისა და ცხინვალისოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა დაჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე.ყურადღება გამახვილდა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლისხელყოფის ფაქტზე. აღინიშნა, რომ არსებული რთულივითარების პირობებში, საერთაშორისო მონიტორინგისმექანიზმებს საოკუპაციო ძალა არ აძლევს ადგილზემონიტორინგის განხორციელების საშუალებას.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაშიგანხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ამპროცესში ეუთო-ს დამოუკიდებელ ინსტიტუტებთანწარმატებულ თანამშრომლობას.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები