საზოგადოება

ქართული ყველის მოყვარულებს სიურპრიზი ელით

21.06.18 15:30


ქართული ყველის ფესტივალს მთაწმინდის პარკი შაბათს, 23 ივლისს უმასპინძლებს, იუწყებიან ორგანიზატორები.

იმერული, სულუგუნი, გუდა, დამბალხაჭო, ჭოგი, ჩეჩილი, ტენილი, კალტი, კობი — ეს ქართული ყველის სახეობების მცირე ნაწილია, რომელსაც მსხვილი და მცირე მწარმოებლები წარმოადგენენ.

15:00 საათიდან 19:00 საათამდე დამთვალიერებელს შეუძლია დააგემოვნოს პროდუქცია და ამასთან, მონაწილეობა მიიღოს მასტერ-კლასებში.

საინტერესო კვლევები ყველთან დაკავშირებით – მეცნიერთა ექსპერიმენტების შედეგები.

ყველი ღვინოში, ჭაჭაში, ლუდში, თაფლით, ტკბილი და ცხარე სანელებლებით და ბაზრის სიახლეები, რომლის შესახებ ინფორმაციას ფესტივალის სტუმრები ადგილზე მიიღებენ.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, საქართველოში ყოველწლიურად 80 ტონაზე მეტი ყველი მზადდება.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საქართველოში ყველის წარმოების ისტორია 8 ათას წელს ითვლის. დღეისთვის ქვეყანაში ოფიციალურად ყველის 14 სახეობაა დარეგისტრირებული.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები