პოლიტიკა

"მოსკოვს, სოხუმსა და ცხინვალს რეგიონში ნატო-ს გაქტიურებაზე, საპასუხო ზომების მიღების უფლება აქვთ" - რუსეთის საგარეო უწყება

21.06.18 16:30


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგიონში ნატო-ს ძალების გაქტიურებასთან დაკავშირებით, მოსკოვს, სოხუმსა და ცხინვალს საპასუხო ზომების მიღების უფლება აქვთ.

„რუსულმა დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ ჟენევაში, უფრო პროდუქტიული მუშაობის უზრუნველსაყოფის ერთადერთი გზა, საქართველოს წარმომადგენლის მხრიდან პირდაპირი და პატივსაცემი დიალოგია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმოამდგენლებთან, ასევე სხვა საერთაშორისო არენებზე პროპაგანდიდსტული ქმედებების შეწყვეტა.

ქართულმა მხარე კი განაგრძობდა აბსურდულ თეზისს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „რუსული ოკუპაციის“ შესახებ, ასევე საკუთარი მოქალაქეების ა. ტატუნაშვილის, გ. ოთხოზორიასა და დ. ბაშარულის გარდაცვალებასთან დაკავშრებით ტრაგიკულ ინციდენტების პოლიტიზირებას ცდილობდა. ამ საკითხზე პოლემიკა განსაკუთრებით ემოციური იყო“ - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, „საქართველოს წარმომადგენლების გარდა, დისკუსიის ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ სასაზღვრო ზონაში ვითარება სტაბილური და კონტროლირებადია. ამას ცხადყოფს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან არსებული საზღვრების სტატისტიკა.“

„რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსეთის მხარეებმა აღნიშნეს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების პრაქტიკული გავლენა შემცირდა. საქართველოს მხარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მხარდაჭერით სერიოზული სამუშაოს ჩანაცვლებას აგრესიული პოლიტიკური პიარით ცდილობდა. ამავდროულად, მუდმივად გამოხატავდა უპატივცემულობას ორი რესპუბლიკის ხელისუფლებებისა და საზღვრების მიმართ.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების წარმომადგენლება განაცხადეს, რომ ეს მიუღებელი იყო და შეხვედრის დროის შემცირების მოთხოვნით გამოვიდნენ.

სამწუხაროდ, ვერ შედგა კონსტრუქციული საუბარი ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ დაჟინებით მოითხოვა ამერიკულ ვარიანტზე მუშაობა, რომელიც ფაქტობრივად აფხაზეთსა და ოსეთს ამ დოკუმენტს მიღმა ტოვებს.

რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა რეგიონში ნატო-ს წარმომადგენლების გააქტიურებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს და განაცხადეს, რომ ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მოსკოვს, სოხუმსა და ცხინვალს რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლობის გააქტიურებასთან დაკავშირებით საპასუხო ზომების მიღების უფლება აქვთ” - ნათქვამია განცხადებაში.

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები