პოლიტიკა
21.06.18 17:00
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი, ესტონეთის პრეზიდენტის მიწვევით, ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
გიორგი მარგველაშვილი ტალინსა და ტარტუში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის, ფინეთის, ისლანდიის პირველ პირთან ერთად დაესწრება.
სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს გიორგი მარგველაშვილი პირისპირ შეხვდება კერსტი კალიულაიდის.
ქართული დელეგაცია მოლაპარაკებებს გამართავს ესტონეთის პრემიერ-მინისტრ იური რატასთანაც. განსახილველ საკითხებს შორისაა ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივა, ნატო-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები, უსაფრთხოების გამოწვევები, რუსული ოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა.
გიორგი მარგველაშვილი, ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას მიღებას უმასპინძლებს. ქვეყნის პირველი პირი ესტონელ კოლეგასთან ერთად სტუმრებს სიტყვით მიმართავს.
„ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში საზეიმო ღონისძიებები დაგეგმილია ქალაქ ტარტუში, სადაც საქართველოს პრეზიდენტს, პირველ ლედის და დელეგაციის წევრებს ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად, ქალაქის მერი უმასპინძლებს, გაიმართება შეხვედრები ტარტუს მერიაში, უნივერსიტეტში, სამეცნიერო ცენტრსა და მუზეუმში. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა, 6 ქვეყნის ლიდერთან ერთად დაესწრება „გაუდეამუსს“ – ბალტიის ქვეყნების ფოლკლორულ სტუდენტურ ფესტივალს, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული.
საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეებს და ფესტივალის სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს. 23 ივნისს კი ტალინში საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ესტონეთის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება“,- აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24
-
გურამ მაჭარაშვილი - სუვერენიტეტის შეზღუდვა სარწმუნოების გაქრობის ფონზე ხდება
11:3922.04.24
-
11:1522.04.24
-
10:4022.04.24
-
სუს-ი - მთელი ღამე მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები
10:0022.04.24
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24