საზოგადოება

პირველი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება იწყება

21.06.18 19:15


მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შეუფერხებელი გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ 32 აკრედიტებულ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში.

„პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ვებ-გვერდი (www.pti.ge), რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება ექნება ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით. აღნიშნული ვებ-გვერდი 2018 წლის იანვრიდან ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის“,- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 3 იანვრიდან ამოქმედდა ცხელი ხაზი – 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და შესაბამის ინფორმაციას აწვდის.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები