პოლიტიკა

გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა შემცირდა

21.06.18 21:30


გერ­მა­ნი­ის ლტოლ­ვილ­თა და მიგ­რან­ტე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ოფი­სის (BAMF) სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, 2018 წლის მა­ის­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და. „ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, BAMF-ის სტა­ტის­ტი­კით, თუ 2018 წლის აპ­რილ­ში გერ­მა­ნი­ა­ში ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი 700-მდე ქარ­თველ­მა მო­ი­თხო­ვა, მა­ის­ში ეს რი­ცხვი 176-მდე შემ­ცირ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მთლი­ა­ნად 2018 წლის იან­ვარ-მა­ი­სის სტა­ტის­ტი­კას, BAMF-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 5 თვე­ში ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს 2 263-მა მო­ქა­ლა­ქემ მო­ი­თხო­ვა, (იან­ვარ-აპ­რილ­ში 2 087) რაც მთლი­ა­ნი მაჩ­ვე­ნებ­ლის 3,3%-ს შე­ად­გენს.

ამას­თან, 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გერ­მა­ნი­ა­ში თავ­შე­სა­ფა­რი 68 368 უცხო­ელ­მა მო­ი­თხო­ვა, აქე­დან ყვე­ლა­ზე მეტი 17 587 იყო სი­რი­ის მო­ქა­ლა­ქე; 6 900 - ერა­ყის მო­ქა­ლა­ქე; 4794 - ნი­გე­რი­ის მო­ქა­ლა­ქე. ათე­ულ­ში ასე­ვე შე­დი­ან ავ­ღა­ნე­თი - 4 210 მო­ქა­ლა­ქე; ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კა - 3 598 მო­ქა­ლა­ქე; თურ­ქე­თი - 3 191 მო­ქა­ლა­ქე; სო­მა­ლი - 2 470 მო­ქა­ლა­ქე და ა.შ.




წყარო : /www.ambebi.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები