პოლიტიკა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. დამოუკიდებლობის 10 წლისთავზე რუსეთის პატრიარქს ელოდებიან

22.06.18 20:00


რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მე-10 წლისთავის აღსანიშნავად, ე.წ. რესპუბლიკამ ცხრა ქვეყნის ლიდერიდა რუსეთის პატრიარკი კირილი მიიწვია.

როგორც ე.წ. სახელმწიფოებირვი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იტყობინება, „მოსაწვევები მიიღეს რუსეთის, ვენესუელას, სირიის, ნიკარაგუას, აფხაზეთის პრეზიდენტებმა, ასევე ლუგანსკისა და დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკების, დნესტრისპირეთისა და მთიანი ღარაბაღის ლიდერებმა.“

გამოცემა წერს, რომ ე.წ. დამოუკიდებლობის წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრები მოსაწვევი გაეგზავნა რუსეთის პრემიერს დმიტრი მედვედევს. ელოდებიან რუსეთის პატრიარქ კირილს.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები