პოლიტიკა
22.06.18 20:45
ესტონეთის ქალაქ ტარტუში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად, ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობს.
საქართველოს პრეზიდენტს და პირველ ლედის ესტონეთის პრეზიდენტმა და ქალაქის მერმა უმასპინძლეს. ქალაქ ტარტუში ექვსი ქვეყნის პრეზიდენტების დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც სახელმწიფოების მეთაურებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ მადლობა გადაუხადა კოლეგებს თანადგომისა და საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისთვის.
მისი განცხადებით, ტარტუში ესტონელ ხალხთან ერთად შეკრებილები არიან იმ ქვეყნის ლიდერები, რომლებსაც საერთო ღირებულებები აკავშირებთ. საქართველოზე საუბრისას კერსტი კალიულაიდიმ ხაზი გაუსვა ქართველი სტუდენტების გამორჩეულ საქმიანობას ტარტუს უნივერსიტეტში, რომელთა შორისაც პრეზიდენტმა დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი მამებიც მოიხსენია.
აღინიშნა, რომ 2018 წელი საქართველოსა და ესტონეთისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა, - ესტონეთი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, საქართველო კი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ცერემონიის დასრულების შემდეგ პრეზიდენტები ტარტუს ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას მიესალმნენ. დღესვე სახელმწიფო დელეგაციების ხელმძღვანელები ტარტუს უნივერსიტეტს, სამეცნიერო ცენტრს „აჰა" და ეროვნულ მუზეუმს ეწვევიან.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24