პოლიტიკა

საქართველოს დელეგაცია PACE-ს მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

25.06.18 14:45


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საზაფხულო სესიის მუშაობაში, რომელიც სტრასბურგში 25-29 ივნისს გაიმართება, ნათქვამია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის განცხადებაში.

PACE-ს სესიის ფარგლებში, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. PACE-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი მიკელე ნიკოლეტი მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს.

გარდა ამისა, დაგეგმილია ქართველი დეპუტატების შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომელთა ფარგლებში პარლამენტარები საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებს განიხილავენ. დელეგაციის წევრები მონაწილეობას მიიღებენ კომიტეტების სხდომებში, პოლიტიკურ ჯგუფებში და სესიის ფარგლებში სხვადასხვა თემაზე გამართულ დებატებში.

ქართულ დელეგაციას პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი უხელმძღვანელებს.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები