საზოგადოება

საქართველო ოპერის ევროპულ დღეებს აღნიშნავს

06.05.16 21:30


ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი მსოფლიოს 40 წამყვან თეატრს შეუერთდა, რომლებიც ოპერის ევროპის დღეებს ზეიმობენ.
აქციის ფარგლებში მთელი მსოფლიოს ასობით საოპერო თეატრი თავის კარს აღებს: ყველა მსურველს შეუძლია დაესწროს კონცერტებს, რეპეტიციებს, შევიდეს კულისებში და დაათვალიეროს კოსტიუმები და რეკვიზიტები. ეს კულტურული აქცია მოწოდებული, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახადოს მოტივირებული, გაეცნოს საოპერო ხელოვნებას.

თბილისის ოპერის თეატრში 6 და 7 მაისს გაიმართება ექსპოზიცია „საქართველო — ოპერა — ევროპა“, შენობის წინ მოაწყობენ კოსტიუმირებულ პერფომანსებს და საბავშვო გუნდისა და ორკესტრის კონცერტს სახელწოდებით „ოპერა ყველასთვის“.

„8 მაისს, დღისით, ბავშვთა გუნდი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის მიერ რიყეზე ორგანიზებულ კონცერტში. ხოლო საღამოს, 20.00 საათზე… ოპერაში გაიმართება ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ერთობლივი გალა-კონცერტი, რომელიც ასევე გადაიცემა თეატრის წინ დამონტაჟებულ ეკრანზე“, — აღნიშნულია თეატრის განცხადებაში.

გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი, გუნდი და სოლისტები. დირიჟორია დავით კინწურაშვილი.
საღამოზე, რომელსაც საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გახსნის, შესრულდება ფრაგმენტები ფალიაშვილის, ლაღიძის, მოცარტის, ვერდის, გუნოს, ვაგნერის, პუჩინის, ჩილეას და ჯორდანოს ოპერებიდან.

ღონისძიება მეათედ იმართება. წლევანდელი სლოგანია „მსოფლიოს თეატრი“.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები