პოლიტიკა

„გახარია და ბახტაძე ერთად ვერ მოძოვენ - გიორგი გახარია მინისტრთა ახალ კაბინეტში აღარ იქნება“

25.06.18 16:00


იურისტი ვალერი გელბახინი მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს. გელბახიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შს მინისტრს ივანიშვილის მხრიდან მხარდაჭერა აქვს, გიორგი გახარიას და მამუკა ბახტაძის ერთად მუშაობა არ გამოვა, შესაბამისად მოსალოდნელია, რომ გახარია მომავალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იყოს.

„მეტ-ნაკლებად ცნობილია, ვინ დატოვებს მინისტრთა კაბინეტს - წულუკიანი, სოზარ სუბარი, მიხეილ გიორგაძე, დიმიტრი ქუმსიშვილი და, მგონი, მათ სიაში მოხვდება გიორგი გახარია.

ჩემი ლოგიკით, მიუხედავად იმისა, რომ გახარიას აქვს მაღალი მხარდაჭერა ივანიშვილის მხრიდან, გახარია და ბახტაძე ერთად ვერ მოძოვენ. მათი ერთად მუშაობა არ გამოვა.“- აცხადებს ვალერი გელბახიანი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები