პოლიტიკა

„გარედან უფრო კარგი კრიტიკა გამოსდის ამ ქალბატონს“ - დავით ჭიჭინაძე წულუკიანის თანამდებობის დატოვებაზე

25.06.18 17:15


უმრავლესობის წევრი, ისნის მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე სამთავრობო ცვლილებებზე კიდევ ერთხელ საუბრობს. მისი თქმით, თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვების შემდეგ უკეთ შეძლებს "ქართული ოცნების" კრიტიკას.

"ნაწილი წავა ინფრასტურქტურაში და ვფიქრობ, რომ არის ძალიან სწორი, რადგან დევნილების ნაწილი სოციალურ ნაწილში წავა ჯანდაცვაში. თვითონ სახელი კი შერიგებაში წავა, როგორც იყო, რათა ეს სტატუსი არ დაიკარგოს.

ყველაზე დიდი კითხვები განათლებისა და კულტურის სამინისტროებმა გამოიწვია. რაც შეეხება ცვლილებებს, როდესაც გიორგი კვირიკაშვილმა დატოვა თანამდებობა და მიუთითა შეცდომებზე, ვფქრობ, „ქართულ ოცნებასაც“ თუ რამე შეცდომები აქვს, გარედან უფრო კარგად შეხედავს ამას წულუკიანი. „ქართულ ოცნებას“ თუ აქვს შეცდომები გარედან უფრო კარგი კრიტიკა გამოსდის ამ ქალბატონს“. ვფიქრობ, თავისუფალი როდესაც იქნება, მეტი საშუალება ექნება, გვაკრიტიკოს,“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები