პოლიტიკა

საქართველოს ელჩმა ტიმორ ლესტეს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

25.06.18 17:30


საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ასაშვილმა (რეზიდენციით ქ. ჯაკარტა, ინდონეზიის რესპუბლიკა) რწმუნებათა სიგელები გადასცა ტიმორ ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანცისკო გუტერეს ლუ ოლოს.

ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ გაიმართა პრეზიდენტისა და ელჩის ორმხრივი შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში, ირაკლი ასაშვილმა ხაზი გაუსვა სამხრეთაღმოსავლეთ აზიის რეგიონთან და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობასთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და გამოხატა მზაობა ელჩის რანგში ხელიშეუწყოს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

თავის მხრივ, ტიმორ ლესტეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოხარულია საქარველოსა და ტიმორ ლესტეს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებით.

პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს ტიმორ ლესტეში წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები