პოლიტიკა

ციხის პერიმეტრის კონტროლის ახალი მექანიზმი, ჯერჯერობით, მხოლოდ ინიციატივაა

25.06.18 19:30


19 ივნისს, პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც სამთავრობო პროგრამას განიხილავდნენ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ციხის გარე პერიმეტრის ახალი ტექნოლოგიებით დაცვის ინიციატივაზე ისაუბრა. კახა კახიშვილის თქმით, წვევამდელების მიერ ციხის მიმდებარე ტერიტორიის დაცვაზე სახელმწიფომ უარი უნდა თქვას და ტერიტორიის დაცვა მიწის ქვეშ დამონტაჟებული ტექნოლოგიით უნდა მოხდეს.

“ჩვენ გვაქვს მემკვიდრეობა, როდესაც კოშკურებზე დგანან ჯარისკაცები, 18 წლის ბავშვები და ვფიქრობთ ამ სისტემაზე უარი უნდა ვთქვათ. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში, ასევე აშშ-ში, ასეთი სისტემა და მოდელი აღარ არის. სამ დაწესებულებაში ეტაპობრივად განხორციელდება თანამადროვე ტექნლოგიებით პერიმეტრის დაცვის პროგრამა. ვიბროსეისმური ტექნოლოგიები მიწის ქვეშ დამონტჟება, რათა პერიმეტრთან მიახლოების ინდიკატორებმა გვიჩვენოს რა ხდება ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამავდროულად, შეიქმნება დაკავების ჯგუფები. სამწუხაროდ, წლების მანძილზე ციხეებში მიმსვლელთა შემოწმების სამსახური არ არსებობდა. უკვე ჩამოვაყალიბეთ მთავარი სამმართველო, რომელიც აეროპორტის უსაფრთხოების დეპარტამენტში სწავლებას გაივლის. მსგავსი ტიპის პროგრამით განვახორციელებთ ციხეებში შემსვლელი ადამიანების კონტროლს, რათა აკრძალული ნივთები პენიტენციალურ დაწესებულებაში შეტანილი არ იყოს,” – განაცხადა მინისტრმა.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რა კეთდება ამ პროგრამის განსახორციელებლად სასჯელაღსრულების სამინისტროში. სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გარე პერიმეტრის თანამედროვე ტექნოლოგიებით დაცვა, რომელზეც მინისტრმა ისაუბრა, ჯერ მხოლოდ ინიციატივაა. სამინისტროსგან ამ ეტაპზე ამ ინიციატივის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ვერ მივიღეთ.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები