პოლიტიკა

ჯონ ქერი: ჩვენ ვაღიარებთ თქვენ მიერ განხორციელებულ რეფორმებს

06.07.16 20:45


მოხარული ვარ, საქართველოს ვეწვიე ნატოს ვარშავის სამიტის წინ, რადგანაც კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

როგორც ჯონ ქერიმ აღნიშნა, აშშ აღიარებს იმ რეფორმებს, რომელიც საქართველომ გაატარა.

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა საქართველოში ყოფნა. ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში. ძალიან კარგად მესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას და ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს თქვენ მიერ თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. დღესდღეობით აშშ-ის წვლილი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია ჩვენი დაუღალავი მუშაობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიცაა თავდაცვა. მოხარული ვარ, საქართველოს ვეწვიე ნატოს ვარშავის სამიტის წინ, რადგანაც კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ვაღიარებთ თქვენ მიერ განხორციელებულ რეფორმებს. მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რადგანაც ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წინსვლისთვის.მადლობა მასპინძლობისთვის!“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები