პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი - ჯონ კერის ვიზიტი ვარშავის სამიტის წინ წარმოადგენს მხარდაჭერას ქვეყნის ჩრდილოატლანიტიკური ინტეგრაციის გზაზე

06.07.16 20:55


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის ჯონ კერის ვიზიტი ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ, წარმოადგენს მხარდაჭერას ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯონ კერისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”მოხარული ვართ ვუმასპინძლოთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს საქართველოში. ჩვენთვის უდიდესი პატივია მისი სტუმრობა და ძალიან ვაფასებთ პირადად მისი, აშშ-ის მთავრობის და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და ჯონ კერის ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა, რომელიც 4 ივლისს იყო.

”საქართველოში სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი საქართველოში ეს არის ორი ქვეყნის მაღალი დონის აქტიური სტრატეგიული თანამშრომლობის და პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება. ამასთან, ბატონი კერის ვიზიტი ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ წარმოადგენს მხარდაჭერას ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო-ამერიკის სტატეგიული ქარტიის სხდომაზე განხილული იყო ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები.

”შევაჯამეთ ქარტიის ფარგლებში მიმდინარე წელს ჩატარებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის ასევე დემოკრატიის და მმართველობის მიმართულებით. დავსახეთ წლის ბოლომდე დაგეგმილი თავდაცვის და უსაფრთხოების, ასევე ხალხთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფების საქმიანობის პრიორიტეტები”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები