პოლიტიკა

IRI საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას გამოგზავნის

07.05.16 17:25


”საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” (IRI) საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას გამოგზავნის, - ამის შესახებ ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში IRI-ს ევრაზიის განყოფილების დირექტორმა სტივენ ნიქსმა განაცხადა. მისი თქმით, ”საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” მოავლენს როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან დამკვირვებლებს.

”არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას გავაგზავნით. გვეყოლება როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი დამკვირვებლები. ჩვენი სტანდარტული მისია დაახლოებით 30-50 წევრისგან შედგება. გრძელვადიანი დამკვირვებლები საქართველოში 2 თვეს, მოკლევადიანები კი ერთ კვირას გაატარებენ”, - აღნიშნა ნიქსმა.

მისივე თქმით, IRI მომდევნო გამოკითხვას სექტემბერში გეგმავს. ”მომდევნო გამოკითხვა სექტემბერში, არჩევნებამდე იგეგმება, რათა პარტიებს ჰქონდეთ საშუალება კიდევ ერთხელ შეხედონ ამომრჩევლების პრობლემებს, გაიგონ მათი მოსაზრებები და შეცვალონ მესიჯები”, - აღნიშნა ნიქსმა. მისივე განცხადებით, ორ კვირაში თბილისს თავადაც ეწვევა და მთავრობის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები