პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილმა და ჯონ ქერიმ ორმხრივ შეთანხმებებს ხელი მოაწერეს

06.07.16 21:15


საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარღმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ასევე ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

საქართველოს სახელით დოკუმენტებს ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით კი ჯონ ქერიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 640


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები