საზოგადოება
04.07.18 16:40
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის და ქუჩაში მომუშავე ბავშვების პრობლემების აღმოფხვრის მიზნით აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2018 წლის ანგარიშში დადებითად შეაფასა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს.
ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული ტრეფიკინგის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის კომპონენტი, ხოლო საქართველოს ძალისხმევა ქუჩაში მცხოვრებ ბავშვთა პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად არის მოყვანილი.
ამჯერად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2 პირი დააკავეს.
დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, 1957 წელს დაბადებული პ.მ. და მისი მეუღლე – 1959 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ცოლ-ქმარი უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა 2010 წელს დაბადებულ მცირეწლოვან ბავშვებს – ი.მ.-ს და ა. მ.-ს. კერძოდ, ისინი მუქარის გამოყენებით გოგონებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და თბილისში, პეკინის ქუჩაზე არსებულ შუქნიშნებთან, მეტროსადგურების შესასვლელებში, გადასასვლელებში და მეტროს მატარებლის ვაგონებში მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას აიძულებდნენ.
გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი მცირეწლოვანი ბავშვების მიერ მოწყალების შეგროვების პროცესს ა.მ. აკონტროლებდა. იგი გოგონებს მოწყალებით შეგროვილ ფულს ართმევდა და მეუღლეს – პ.მ.-ს აძლევდა. მოწყალების თხოვნის გაგრძელებაზე უარის შემთხვევაში პ.მ. გოგონებს ემუქრებოდა და უკანონო შრომას აიძულებდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით, ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად განაგრძობს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი ყველა იმ ფაქტის გამოვლენას, სადაც ადგილი აქვს ბავშვების შრომით ექსპლუატაციას ან მათ მათხოვრობაში თუ ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას. ექსპლუატაციის მსხვერპლსა და დამნაშავეს შორის ახლო ნათესაური თუ სხვა კავშირის მიუხედავად, ყველა გამოვლენილ დანაშაულებრივ ფაქტზე სამართალდამცველების რეაგირება პრინციპულად მკაცრი იქნება“, – განაცხადეს სამინისტროში.
წყარო : /www./news.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24