პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს ხუთ რეგიონში 2000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება

06.07.16 21:45


USIDE-ს ახალი პროექტის ზრდის შედეგად საქართველოს ხუთ რეგიონში 2000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან, ჯონ ქერისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯონ ქერისთან შეხვედრაზე განხილული იქნა USIDE-ს ახალი პროექტის ზრდა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი, ოკუპაციის ხაზთან სიახლოვეში.

„წინასწარი გათვლებით, პროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყნის ხუთ რეგიონში შეიქმნება 2000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. საქართველოში კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით მიღწეულ პროგრესზე საუბრისას ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აშშ-ს ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას. ვისაუბრეთ საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად, გამჭვირვალე, მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე და მასში ამერიკული ორგანიზაციებისა და სადამკვირვებლო მისიების ჩართულობაზე,“-განაცადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია საქართველოს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაზე, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობაზე.

„საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია საქართველოს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაზე, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობაზე. ჩვენ მზად ვართ, მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა აღნიშნული მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო განვამტკიცებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობას,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები