პოლიტიკა

"გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ მესაზღვრეს ქართულ მხარეს არ გადავცემთ" - რაულ ხაჯიმბა

06.07.16 21:50


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, მარიონეტული რეჟიმი საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ ე.წ. მესაზღვრეს ქართულ მხარეს არ გადასცემს.

ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„კანონისა და ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, ჩვენს მოქალაქეს სხვა სახელმწიფოს იურისდიქციაში ვერ გადავცემთ“ - განაცხადა ხაჯიმბამ და დასძინა, რომ თუ მესაზღვრის ბრალი დამტკიცდა, მას პასუხისმგებლობა დაეკისრება.

„აღძრულია სისხლის სამართლის სამართლე. ის ჩამოშორებულია სამსახურს, თუკი მისი დანაშაული დამტკიცდება, შესაბამისი სასჯელი დაეკისრება. ჩვენ გაგვაჩნია კანონები, რომლებიც ამის საშუალებას გვაძლევს“ - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა.

საქართველოს მოქალაქე, გიგა ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში ე.წ. მესაზღვრემ მოკლა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები