საზოგადოება

დააბრუნებენ თუ არა სტალინის ძეგლს გორში

07.05.16 17:35


გორის გამგებელმა ზურაბ ძირკველიშვილმა მხარი დაუჭირა იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე სტალინის ძეგლის დადგმას, განაცხადა Sputnik-თან საუბრისას „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის“ლიდერმა ალეკო ლურსმანაშვილმა.

გორის ადმინისტრაციის შენობის წინ, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სტალინის ძეგლის დემონტაჟი 2010 წლის ივნისში მოხდა. მაშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ძეგლს სხვა ადგილას — სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე დადგამდნენ, თუმცა ამ დრომდე დანაპირები არ შესრულებულა.

„გუშინ ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა გავცნობოდით ქალაქის მერის ანგარიშს და დაგვესვა მისთვის კითხვები. მან განაცხადა, რომ ძეგლი სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე დაიდგმება და რომ ის მხარს უჭერს ჩვენს ინიციატივას“, — აღნიშნა ლურსმანასვილმა.

მანამდე „კომუნისტური პარტიის“ წევრები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციების გამართვას აანონსებდნენ იმ შემთხვევაში, თუ 9 მაისამდე გორში სტალინის ძეგლი არ დაიდგმებოდა. თუმცა, მერთან შეხვედრის შემდეგ მათ აქციების გამართვა გადაიფიქრეს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ ხელისუფლებას დრო მივცეთ და თავი შევიკავოთ აქციების გამართვისგან. ვთვლი, რომ გუშინდელი დღიდან სასიკეთო ძვრები შეიმჩნევა. ამიტომ ჩვენ ხელს არ შევუშლით ამ პროცესს და ხელისუფლებას 22 ივნისამდე ვაძლევთ დროს. სწორედ ამ დღეს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.

ბოლო პერიოდში გორში სტალინის ძეგლის დადგმის რამდენიმე მცდელობა იყო, რასაც ადგილობრივი საკრებულოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.

წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები