საზოგადოება

ცერნში მიმდინარე მეგაპროექტისთვის კონსტრუქციები საქართველოში მზადდება

11.07.18 16:15


ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) მიმდინარე „ატლასის“ ექსპერიმენტის დეტექტორისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების ხელმძღვანელობით, 9 მეტრამდე დიამეტრის რადიაციისაგან დამცავი ალუმინის კონსტრუქციები მზადდება.

ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

„კონსტრუქციები საქართველოში, ქარხანა „ელიტა-ბურჯის“ სამრეწველო ბაზაზე იქმნება და აღსანიშნავია, რომ დეტალების პროექტირება და დამზადება ISO-ს საერთაშორისო სატანდარტების მიხედვით ხორციელდება. დღეს კონსტრუქციის ნაწილი, პირველად გაიგზავნება ჟენევაში, CERN-ში, სადაც საბოლოოდ, მოხდება სტრუქტურის აწყობა და „ატლასის“ ექსპერიმენტის დიდ „ჰადრონის“ კოლაიდერთან მიერთება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დღეს, ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად, საწარმოს ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ გარემოს, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის ექსპერიმენტისთვის დეტალები დამზადდა და კონსტრუქციები შეიქმნა“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები