პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა

11.07.18 19:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა, რომელიც ქვეყანაში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს და ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ქვეყნის ეკონომიკურ ინტეგრაციაზე.

რეფორმები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა, აგრეთვე არსებული ინიციატივები ევროკავშირის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა. ითქვა, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რაც თავის მხრივ, ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის ტემპს გაზრდის.

აგრეთვე, როგორც პრემიერ-მინისტრთან დღეს გამართული შეხვედრისას იანოშ ჰერმანმა განაცხადა, ევროკავშირი საქართველოში უსაფრთხოების მიმართულებითაც იწყებს პროგრამების განხორციელებას.

მთავრობის მეთაურმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ევროკავშირის უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის განვითარების გზაზე; იანოშ ჰერმანის თქმით, ევროკავშირი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს საქართველოს მთავრობის რეფორმების მტკიცე მხარდაჭერას.

შეხვედრისას, აგრეთვე საუბარი შეეხო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და პოზიტიურად შეფასდა ის ქმედებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა უვიზო მიმოსვლის პროცესში წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით.

შეხვედრისას, საქართველო-ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობისა და ურთიერთობების ნაწილში მნიშვნელოვნად შეფასდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, რომელიც მიმდინარე წლის 18-20 ივლისაა დაგეგმილი.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები