საზოგადოება

ლენტეხში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

11.07.18 20:45


ლენტეხში, სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ „პირველს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

საგანგებო სიტუიაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ურთულესი რელიეფის გამო ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი მთის ზედა საფარზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების აქტიური რეაგირების შედეგად ცეცხლი დიდ ფართობზე არ გადასულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მოახდინა დამატებითი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება. ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ჯგუფები თბილისიდან, იმერეთის რეგიონიდან.

ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

ხანძარი სვანეთში - ტყის საფარს ცეცხლი უკიდია.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები