საზოგადოება

ფოთში ხანძრის შედეგად ექვსსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

11.07.18 21:00


ფოთში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, იუწყება „sputnik საქართველოს" კორესპონდნეტი.

შემთხვევა ქორქიას ქუჩაზე გამთენიისას მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები დროულად მივიდნენ, საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ექვსსულიანი ოჯახი ცხოვრობდა, მთლიანად დაიწვა.

ხანძრის შედეგად ოჯახის არცერთი წევრი არ დაშავებულა.

ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები