პოლიტიკა

„საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ - ნატო-ს სამიტის დეკლარაციის მეშვიდე მუხლი

12.07.18 14:00


ნატო-ს სამიტის დეკლარაციის მეშვიდე მუხლში საქართველოზეა საუბარი. დეკლარაციის ტექსტით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს:

„ჩვენ ვადასტურებთ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, რა პროცესშიც მაპი აუცილებელი ნაწილია, ჩვენ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა შემადგენელ ელემენტს, ასევე სამომავლო გადაწყვეტილებებს. ჩვენ მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც მიღწეულია 2008 წლის შემდეგ. ჩვენ მივესალმებით ნატო-საქართველოს კომისიის როლს, ყოველწლიური ნაციონალური პროგრამების ფარგლებში ნატო-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობის განმტკიცების კუთხით. ჩვენ ვაღიარებთ მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმებში, რომელიც საქართველომ გაატარა და უნდა განაგრძოს, რაც ეხმარება საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, წევრ ქვეყნად ჩამოყალიბების პროგრესში და რაც განამტკიცებს შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომობისა.

საქართველოს ურთიერთობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს შესაძლო წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ მივესალმებით ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარებას, თანამშრომლობის გაფართოვების შესაძლებლობას, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ეგიდის ქვეშ რიგი ინიციატივების რეალიზებას. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან როლს და წვლილს ნატო-ს სამხედრო ძალებში და მისიებში. ევროკავშირის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ოპერაციებში საქართველოს როლი დემონსტრირებას უკეთებს საქართველოს შესაძლებლობას წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. ჩვენ მზად ვართ სამომავლოდაც განვაგრძოთ საქართველოს მხარდაჭერა კონტრ-მობილურობის, წვრთნებისა და სწავლებების კუთხით, ასევე უზრუნველვყოთ კავშირი და მოუთმენლად ველით ნატო-საქართველოს 2019 წლის მორიგ წვრთნებს“, - ნათქვამია ტექსტში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები