საზოგადოება

გაიზრდება თუ არა ჯარიმები თბილისში ძაღლების პატრონებისთვის

13.07.18 19:30


ძაღლების პატრონებისთვის, რომლებიც თბილისის ქუჩებს ძაღლების მიერ ფეკალიებით დაბინძურების შემდეგ არ ასუფთავებენ, ჯარიმა 20-დან 50 ლარამდე შეიძლება გაიზარდოს, განაცხადა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ლომჯარიამ.

მეეზოვეები თბილისის დასუფთავებას დილაადრიან იწყებენ, მაგრამ დღის განმავლობაში ის კვლავ ნაგვიანდება, მათ შორის ძაღლების ფეკალიებით, რაც განსაკუთრებით თვალში საცემია ქალაქის ისტორიულ უბანში. ეს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტების უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

მოქმედი კანონმდებლობით, ჯარიმა ძაღლების დაუდევარი მეპატრონეებისთვის ქუჩაში — 20 ლარიდან სკვერებსა და პარკებში — 50 ლარამდე მერყეობს.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები