პოლიტიკა

პრემიერი: ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება არსებითი პაკეტის კიდევ უფრო გაფართოებას

07.07.16 16:40


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა ნატო-ს ვარშავის სამიტს, რომელიც ხვალ იხსნება. პრემიერის თქმით, ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება არსებითი პაკეტის კიდევ უფრო გაფართოებას და დადასტურებას იმისა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

“ასევე, ველოდებით იმ პროგრესის დადასტურებას, რომელსაც საქართველომ ამ კუთხით მიაღწია, როგორც სამხედრო რეფორმით და ნატო-სთან სამხედრო შენაერთების თავსებადობის კუთხით; ასევე, დემოკრატიის განვითარების კუთხით ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, და კიდევ ერთხელ დადასტურებას 2015 წლის მინისტერიალის გადაწყვეტილებისა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გაწევრიანდეს ალიანსში. ვარშავის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენთვის. ვფიქრობთ, რომ ამ სამიტის შედეგად საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მას გააჩნია ნატო-სთან, კიდევ უფრო გაფართოვდება, რის შედეგადაც საქართველოში უსაფრთხოება კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება აყვანილი და საქართველო იქნება კიდევ უფრო მეტად დაცული”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები