საზოგადოება

ქუთაისში ავარიას პოლიციელი ემსხვერპლა – არის დაშავებულიც

16.07.18 17:40


ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა, მეორე სამართალდამცველი კი დაშავდა. ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

„კვირას“ ინფორმაციით, პოლიციელები სამსახურებრივ უფლებამოსილებას ასრულებდნენ, რა დროსაც ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. ( ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები