საზოგადოება

ოქროყანის გზიდან „მთაწმინდის პარკის“ მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

17.07.18 14:45


შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, 17-19 ივლისს თბილისში ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტი გაიმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება.

სამიტში მონაწილე სტუმრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 18-19 ივლისს 08:00-იდან 00:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოქროყანის გზიდან „მთაწმინდის პარკის“ მიმართულებით.

აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის.

ჩაიკეტება სამანქანო შესასვლელი. რადგან სამიტის მიმდინარეობის გამო რესტორანი ,,ფუნიკულიორი“ და მიმდებარე ობიექტები გადაკეთებული იქნება სასესიო სივრცეებად.

მოქალაქეებს მთაწმინდის პარკში მოხვედრა ფუნიკულიორის ტრამვაის მეშვეობით შეეძლებათ.

ასევე, 19 ივლისს 05:00 საათიდან 11:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება პირველი რესპუბლიკის მოედანზე.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა სამიტის დასრულებისთანავე სრულად აღდგება.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები