საზოგადოება

პატრიარქის სამძიმარი მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახებს

17.07.18 17:45


ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილების ოჯახს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უსამძიმრებს. საპატრიარქო პატრიარქის სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

„მიიღეთ ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა მინდელის მაღაროში 16 ივლისს მომხდარი ტრაგედიის გამო. აღვავლენთ ლოცვას, რათა მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა სავანესა მართალსა დააწესოს ლაშა ფორჩხიძის, ბადრი(ბაჩო) ქარქაშაძის, მიხეილ(მიხო) გამეზარდაშვილის, მურმან ლილუაშვილის უკვდავი სულნი, ხოლო მათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და ჭირსა შინა მხნეობა”, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები