პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი იტალიის პრეზიდენტს შეხვდა

17.07.18 18:00


ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით – ამ სიტყვებით მიმართა იტალიის რესპუბლიკისპრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაშიგამართული შეხვედრისას.

სერჯო მატარელამ, რომელიც საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს პრემიერ-მინისტრსთბილი და მეგობრული დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამომიუსამძიმრა.

შეხვედრისას, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პოლიტიკურ,ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე გაამახვილა და მზადყოფნა გამოთქვა სხვადასხვა სფეროშიარსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისა.

„ჩემთვის საამაყოა, რომ ვარ პირველი სახელმწიფო მეთაური, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოშიჩამოვიდა. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან ვიზიტი ემთხვევა საქართველოს დამოუკიდებელირესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენს ქვეყნებს ყველა დონეზე დიდიმეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს. პოლიტიკურ სფეროებში ჩვენ ყოველთვის ინტენსიური კონტაქტებიგვქონდა, განსაკუთრებით კი, ურთიერთობები ბოლო წლებში გააქტიურდა.

ყველა საერთაშორისო ფორუმზე მჭიდრო კავშირი მყარდება საქართველოსა და იტალიის წარმომადგენლებსშორის. ეკონომიკურ სფეროში უკვე არსებობს თანამშრომლობა, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან დიდი არეალი გვაქვსასათვისებელი, ხოლო კულტურულ ნაწილში ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს, როგორც ორი უძველესიკულტურის მქონე ცივილიზაციის ქვეყანა.

ჩვენ ცოტა ხანში გადავინაცვლებთ ბიზნეს–ფორუმზე. ეს გახლავთ ღონისძიება, რომელიც ჩვენს სურვილებს -სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესახებ ხორცს შეასხამს.დიდი მადლობა მიღებისათვის,” – მიმართა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობისმეთაურს.

თავის მხრივ, მამუკა ბახტაძემ სერჯო მატარელას საქართველოში ვიზიტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომიტალიის პრეზიდენტის სტუმრობა კარგი დასტურია ბოლო წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის არსებულიურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანისა.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და იტალიას შორის ეკონომიკურ,კულტურულ თანამშრომლობასა და ხალხთაშორის კავშირებზე გაამახვილა.

„ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური და მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ეს არის პირველი შემთხვევადამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩვენი მოკავშირე ქვეყნიდან უმაღლესი დონის ვიზიტიხორციელდება და მინდა, ბატონ პრეზიდენტს, პირადად, დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის.

ამავე დროს, ჩემი აზრით, ეს ვიზიტი კარგი დასტურია იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ შევძელითდა ჩვენი ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ დონეზე გადავიყვანეთ. ვინც ამ ურთიერთობის გაღრმავებაშიწვლილი შეიტანა მინდა, ყველა უწყებას და ყველა ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო.

საქართველო თავისი კულტურით, წარსულით და მომავლით არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი დაჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა.

ბატონო პრეზიდენტო, ჩემი და ქართველი ერის სახელით მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთჩამობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის,” – მიმართა მამუკა ბახტაძემ სერჯო მატარელას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე და იტალიის რესპუბლიკისპრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ქართულ–იტალიურ ბიზნეს–ფორუმზე გადაინაცვლეს.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები