პოლიტიკა

ანდრეა მამიკინსკი: ვიზალიბერალიზაცია ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის

07.07.16 17:40


ევროპარლამენტის წევრის, სოციალ-დემოკრატების ალიანსის წარმომადგენლის, ლატვიელი დეპუტატის ანდრეას მამიკინსის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის.

როგორც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მომხსენებელმა, ანდრეას მამიკინსიმ აღნიშნა, სავიზო რეჟიმის გაუქმება გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის, რაც ხელს შეუწყობს ამ კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას.

“ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს დიდ სარგებელს მოუტანს და ჩვენ ვაფასებთ მას იმის გამო, თუ რამდენად გაზრდის ის ადამიანებს შორის კონტაქტის პოტენციალს, მათ შორის სტუდენტებს, აკადემიკოსებს, მასწავლებლებსა და ბიზნესმენებს შორის. სავიზო რეჟიმის გაუქმება გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას მისი ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის, რაც ხელს შეუწყობს ამ კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას”, – განაცხადა მამიკინსმა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები