საზოგადოება

მესტიის მერი: ჭუბერში ზარალი, საცხოვრებელი სახლების გამოკლებით, 4 მილიონ ლარამდეა

17.07.18 20:00


მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, 5 ივლისს ჭუბერში დაწყებული სტიქიის შედეგად ზარალი ოთხ მილიონამდე ლარს აღწევს.

საუბარია შიდა სასოფლო გზებზე, ხიდებზე, ელექტროგადამცემ ხაზებსა და მიწის ნაკვეთებზე.

„გეოლოგებმა მოამზადეს დასკვნა, რომლის თანახმადაც, შეგვიძლია ვთქვათ ზარალის ეს ოდენობა. უახლოეს დღეებში გვექნება პროექტი, რომლის მიხედვითაც გვეცოდინება, კონკრეტულ ადგილებზე ცხოვრება არის თუ არა შესაძლებელი. სწორედ ამის შემდეგ გვეცოდინება ზუსტად შესაბამისი ზარალის ოდენობაც“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

ჭუბერში ხორკალის მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაზიანდა საავტომობილო და შიდა სასოფლო გზები, მდინარემ წაიღო სახნავ-სათესი სავარგულების ნაწილი და ხიდები. ნაწილობრივ და სრულად დაინგრა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები.






წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები