პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი ეუთოს წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩს შეხვდა

07.07.16 18:10


პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩსშეხვდა, რომელიც თბილისში ეუთოს მიერ მედიის თავისუფლების საკითხებში ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის მე-13 მედია-კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.

მხარეებმა ისაუბრეს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაზე, რუსულ პროპაგანდაზე და საქართველოს პარლამენტსა და მედიის თავისუფლების საკითხებში მომუშავე ეუთო-ს ოფისს შორის თანამშრომლობაზე.

დუნია მიატოვიჩის შეფასებით, მედია თავისუფლების კუთხით საქართველოში კარგი ვითარებაა და ამ მიმართულებით ქვეყანაში დადებითი ტენდენციებია. მისი თქმით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია გერემოს არსებობა.

მედიის თავისუფლების საკითხებში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელის განცხადებით, როგორც არაერთ ქვეყანაში, საქართველოშიც გარკვეულწილად რუსული პროპაგანდა პრობლემას წარმოადგენს.
როგორც დუნია მიატოვიჩმა აღნიშნა, დაუშვებელია მედია ავრცელებდეს სიძულვილის ენას, ახალისებდეს ძალადობას და მოუწოდებდეს ამბოხისკენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტსა და მედიის თავისუფლების საკითხებში მომუშავე ეუთო-ს ოფისს კარგი თანამშრომლობა აკავშირებს, რისთვისაც დავით უსუფაშვილმა დუნია მიატოვიჩის მადლობა გადაუხადა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები