პოლიტიკა

სუსტი კანდიდატი შეგნებულად დაასახელეს – კობახიძე ვაშაძის დასახელებაზე

18.07.18 19:40


„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა იმის შანსი, რომ გაემეორებინა თავისი 17%-ი შედეგი, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ვაშაძით 17%-იშედეგის გამეორება „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჭირდება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციური გაერთიანების მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის დასახელების კომენტირებისას განაცხადა.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობა“ შეგნებულად დაასახელა სუსტი კანდიდატი. რა შეიძლება იდგეს ამისუკან, ეს შეიძლება მოგვიანებით გაირკვეს. რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ეს მათ უნდა ჰკითხოთ და ესგაირკვევა მოგვიანებით”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სამოქალაქო მოძრაობამ “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატად “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გრიგოლ ვაშაძე დაასახელა.

გრიგოლ ვაშაძე 2017 წლიდან პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრია. 4 წლის მანძილზე, 2008-2012 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, 1 თვის მანძილზე კი კულტურის მინისტრის პოსტიც ეკავა.

მოძრაობა “ძალა ერთობაშია”, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატიც ვაშაძეა, სულ 10 პარტიასა და საზოგადოებრივ ჯგუფს აერთიანებს. მათ შორის: “ახალი საქართველოსთვის”, “ემსახურე საქართველოს”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, “სახელმწიფო ხალხისთვის”, “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”, “ახალი საქართველო”, “საქართველო ლიდერთა შორის” და “საქართველოს ევროპელი დემოკრატები”.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები