პოლიტიკა

კოსაჩოვი – კერის განცხადებები საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ არაფერს ნიშნავს

07.07.16 18:30


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებები ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მისწრაფებაში ვაშინგტონის მხარდაჭერის შესახებ, არაფერს ნიშნავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კოსაჩოვმა განაცხადა.

„ეს განცხადებები ნატოში საქართველოს გაწევრიანების მხრივ რეალურად გადადგმულ ნაბიჯებს არ ნიშნავს. ამ იდეას მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავს ევროპაში და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თაობაზე ერთიანი პოზიციისგან განსხვავებით აქ ერთსულოვანი აზრი ნამდვილად არ არის“, – განაცხადა კოსაჩოვმა.

ეს კომენტარი კოსაჩოვმა კერის სიტყვების კომენტირებისას გააკეთა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებაში ვაშინგტონი თბილისს მხარს უჭერს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები