პოლიტიკა

გერმანია საქართველოსა და კიდევ სამ ქვეყანას უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს

19.07.18 19:30


გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბამ და­ამ­ტკი­ცა კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, უფრო სწრა­ფად და­მუ­შავ­დეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბი თავ­შე­საფ­რის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს, მა­რო­კოს, ალ­ჟი­რი­სა და ტუ­ნი­სის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან, - ამის შე­სა­ხებ „დო­ი­ჩე ველე“ იუ­წყე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო, ტუ­ნი­სი, მა­რო­კო და ალ­ჟი­რი უკვე უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ გერ­მა­ნი­ის მიერ უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბად, რაც და­აჩ­ქა­რებს ამ ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას თავ­შე­საფ­რის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ. 18 ივ­ლისს გერ­მა­ნი­ის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­მა და­ამ­ტი­კი­ცა შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის შს მი­ნის­ტრმა ჰორსტ ზე­ეჰო­ფერ­მა მო­ამ­ზა­და.

დო­კუ­მენ­ტი ახლა უკვე გან­სა­ხილ­ვე­ლად ბუნ­დეს­ტაგს გა­და­ე­ცე­მა. მთავ­რო­ბა იმე­დოვ­ნებს, რომ ახა­ლი ნორ­მა და­აჩ­ქა­რებს იმ მიგ­რან­ტე­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას, რომ­ლე­ბიც თავ­შე­სა­ფარს ითხო­ვენ და ამ ქვეყ­ნე­ბი­დან სა­ი­მიგ­რა­ციო ნა­კადს შე­ამ­ცი­რებს.

დო­კუ­მენ­ტში, რო­მე­ლიც თან სდევს კა­ნონპ­რო­ექტს, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წილი თავ­შე­საფ­რის თხოვ­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან შე­ად­გენს 0.6 პრო­ცენტს, ალ­ჟი­რე­ლე­ბის­გან - 2 %-ს, მა­რო­კო­ე­ლე­ბის­გან - 4.1 %-ს, ტუ­ნი­სე­ლე­ბის­გან 2.7 %-ს. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსგავ­სი შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ამ ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან კვლა­ვინ­დე­ბუ­რად მა­ღა­ლია: და­ახ­ლო­ე­ბით 9 ათა­სი 2017 წელს და 3 ათას­ზე მეტი 2018 წლის პირ­ვე­ლი სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.




წყარო : /www.ambebi.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები